ირანი და სომხეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნას გეგმავენ

10-10-2021 14:56:21 პოლიტიკა ,ეკონომიკა

სომხეთი ირანიდან საქართველოში ახალი სატრანზიტო მარშრუტის გაყვანას გეგმავს, თეირანი კი, თავის მხრივ, ამ გზის მშენებლობაში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ სააგენტო ILNA-სთვის მიცემულ ინტერვიუში ირანის გზებისა და ქალაქგეგმარების მინისტრმა ჰეირულა ჰადემიმ განაცხადა.

მისივე თქმით, «სომხების გეგმა, ახალი დერეფანი ჩამოაყალიბონ, არავითარ კავშირში არაა მათ კონფლიქტთან და წარმოადგენს ძალზე მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ ამოცანას».

ცნობილია ასევე, რომ თეირანმა და ერევანმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას რამდენიმე ალტერნატიული გზის მშენებლობის შესახებ. უპირველესად, ეს არის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე გამავალი გორისი-კაპანის ტრასის ალტერნატიული გზა, ასევე ალტერნატიული ტრასა, რომელიც ირანულ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანს ერევანთან დააკავშირებს. არსებული გზა გადის ტერიტორიაზე, რომელიც «ბოლო ცვლილებების მიხევით, აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება». ირანელი მინისტრის თქმით, «აზერბაიჯანული მხარე საგზაო მოსაკრებელს იღებს მოკლე მონაკვეთის გავლაში, რომელზეც მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს".

თბილისი ახალი სატრანზტო დერეფნის პროექტში მონაწილეობის საკითხზე ჯერ-ჯერობით დუმილს ინარჩუნებს.

ცნობისთვის: შაბათს, 9 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან "სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი მეზობლობის" ის ინიციატივა განიხილა, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გაერო-ს ტრიბუნიდან ისაუბრა.

იხილეთ ასევე: რეგიონი ახალი დაპირისპირების ზღვარზე და საქართველოს ამოცანები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები