მოსამართლე განმარტავს, არღვევს თუ არა ადამიანის უფლებებს სავალდებულო ვაქცინაცია

25-11-2021 13:00:57 ადამიანი და კანონი

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი გენადი მაკარაძე მიიჩნეს, რომ ვაქცინაციის სავალდებულოობა ადამიანის უფლებათა საკითხებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

რაც შეეხება ვაქცინის შერჩევის საკითხს, მოსამართლე ფიქრობს, რომ ამ კუხით მოქალაქეებს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ.

"მგონია, რომ დღეს არ არის ადამიანი დარჩენილი, ვისაც ამ საკითხზე არ ეფიქროს. ბუნებრივია, მიფიქრია. იმდენად დიდია ამ ვირუსის უარყოფითი შედეგი და იმდენად დიდია [რისკი – რედ.] თავად ადამიანებმა სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არ იქნება დარღვევა. მაგრამ ვფიქრობ, რომელი ვაქცინა გავიკეთოთ, ამ კუთხით ვერ გადამიწყვიტა, ასე ვთქვათ. არჩევანის საშუალება უნდა მომცე. არჩევანის საშუალება უნდა მომცენ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. გარდა იმისა, რომ ჩვენი პირადი სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, ჩვენ ირგვლივ მყოფებსაც ვიცავთ. მაშინ უსაფრთხოების ღვედს რატომ ვავალებთ მძღოლს, რომ გაიკეთოს?" - ასე უპასუხა მაკარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატ ნინო იობაშვილის შესაბამის კითხვას.

ცნობისთვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო მიუხედავად მოწოდებისა, ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს.

მოსმენაზე დასწრების თაობაზე მიწვევა მიიღო საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც, თუმცა პარლამენტში არ მივიდა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს პროცესი 19 აპრილის შეთანხმებას არ შეესაბამება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები