Accentnews.ge
აფხაზები მინსკში ბელარუსთან სამომავლო ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ

აფხაზები მინსკში ბელარუსთან სამომავლო ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ

02/12/2021 12:36:31 კონფლიქტები, პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია მინსკს სტუმრობს. სააგენტო «Апсныпресс»-ის ცნობით, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, საგარეო საქმეთა ექს-"მინისტრი"დაურ კოვე და ენობრივი პოლიტიკისა და განათლების "მინისტრი" ინალ გაბლია რესპუბლიკური საზოგადოებრივი გაერთიანება «Белая Русь»-ის ხელმძღვანელ ალექსანდრე შატკოს შეხვდნენ.

იკითხეთ ასევე: ლუკაშენკომ ყირიმი რუსულად აღიარა

«დიალოგის მსვლელობისას ბელორუსული მხარის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაერთიანების საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს. მხარეებმა ასევე სამომავლო თანამშრომლობის ვარიანტები განიხილეს. შევედრის შედეგად მიღწეულია წინასწარი შეთანხმება «Белая Русь»-სა და აფხაზეთის მმართველ პარტია «Единая Абхазия»-ს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე, რომელთა მიზანი ორი სამოქალაქო საზოგადოების დაახლოება იქნება», – ნათქვამია ინფორმაციაში.

იკითხეთ ასევე: გამართლებულია თუ არა სოხუმის იმედები მინსკსა და მოსკოვთან მის “სამოკავშირეო სახელმწიფოზე”?

ცნობისთვის: რუსეთი მისი და ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც "ექაჩება". ეს ყველაფერი ეწერება "ნოვოროსიის", იგივე სსრკ-2-ის ჩამოყალიბების შესახებ პუტინის პროექტში, რომლის ფარგლებშიც "კრემლის რუხ კარდინალად" ცნობილმა ვლადისლავ სურკოვმა ამასწინათ ღიად დააანონსა რუსეთის ფედერაციის გაფართოება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S