Accentnews.ge
"როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი"

"როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი"

03/12/2021 19:06:03 საზოგადოება

მწვავე კრტიკის ფონზე ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ თავად, როგორც ჯანდაცვის მინისტრი "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ემხრობა. მანამდე მინისტრი აცხადებდა, რომ ქართველები ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და ამიტომ გვაქვს ორი სახის კოვიდ–პასპორტი.

"ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც.

ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს "მწვანე პასპორტები", თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებით რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე.

ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, "მწვანე პასპორტის" უვადობას არ ვემხრობი," - განაცხადა ტიკარაძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S