აფხაზეთში "საერთაშორისო იზოლაციის დაძლევის შესახებ" კანონპროექტი მიიღეს

30-12-2021 16:07:31 კონფლიქტები

აფხაზურმა დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის დაძლევის შესახებ».

როგორც კანონპროექტის წარმდგენმა - «თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის" თავმჯდომარემ ილია გუნიამ განაცხადა, დოკუმენტი "აფხაზეთის კონსტიტუციური წყობის, მის მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე აფხაზეთში კანონიერ საფუძველზე, მათ შორის ტურისტული, სამუშაო ან სამეწარმეო მიზნით მყოფი უცხოეთის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების, ასევე იურიდიულ (კომერციული, არაკომერციული ან სხვა არააკრძალული საქმიანობით დაკავებულ) პირთა უფლებების დაცვაზეა მიმართული».

კანონპროექტი "ლეგალურ განსაზღვრებას აძლევს ცნებას «აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენულობისა და არაღიარების აგრესიული პოლიტიკა». მასში მოცემულია "აფხაზეთის რესპუბლიკის იზოლაციის აგრესიული პოლიტიკის სუბიექტის" კატეგორიისადმი მიკუთვნების წესი.

"იზოლაციის აგრესიული პოლიტიკის შესაძლო საპასუხო ზომებს" შორის განიხილება "აფხაზეთში შესვლის, მის ტერიტორიაზე კომერციული და არაკომერციული საქმიანობის განხორციელების, ასევე ნებისმიერი გარიგების დადების აკრძალვა; "იზოლაციის აგრესიული პოლიტიკის სუბიექტთა რეესტრში" შეყვანა; არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აფხაზეთისთვის არასასრუველად გამოცხადება; საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იზოლაციის აგრესიული პოლიტიკის პროპაგანდისთვის წინაამეგობის გაწევა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები