ბლინკენი კიევში ვიზიტის წინ ლავროვს ესაუბრა

18-01-2022 21:28:28

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება, საუბარი ეხებოდა ევროპაში უსაფრთხოების თაობაზე მოლაპარაკებებს, რომლებიც გასულ კვირაში შედგა.

რელიზის მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური გზის გაგრძელების მნიშვნელობა დაძაბულობის დეესკალაციისთვის:

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაძაბულობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრასთან, ღრმა შეშფოთებას იწვევს.

ბლინკენმა ასევე დაადასტურა აშშ-ის „მტკიცე ერთგულება“ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ცნობისთვის: ბლინკენი 19 იანვარს კიევში ჩავა, სადაც. როგორც განმარტა, ვიზიტი იქნება გაგრძელება აშშ-ის ძალისხმევისა, დაარწმუნოს რუსეთი, რომ უარი თქვას უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციაზე და დიპლომატური გზა აირჩიოს.

ბლინკენი ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება, რათა „კვლავ დაადასტუროს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა“, შემდეგ კი ის გაემგზავრება ბერლინში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

პრაისის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომლების დროსაც განიხილავენ „ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად,“ მათ შორის „მოკავშირეთა მზადყოფნას, რუსეთს სერიოზული შედეგებითა და მკაცრი ეკონომიკური საფასურით აზღვევინონ.“

იხილეთ ასევე: "ძნელია, რუსეთის ქმედება არ იქნეს მიჩნეული მუქარად" – გერმანიის პირველი დიპლომატი კიევის შემდეგ მოსკოვში ჩავიდა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები