Accentnews.ge
ირაკლი ზარქუა: "მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს"

ირაკლი ზარქუა: "მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს"

24/01/2022 10:11:45 საგარეო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა ოპოზიციური ფრაქციების მოწოდებას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, რეზოლუციას მიიღებენ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება:

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვაცხადებთ, რომ ოკუპანტია რუსეთი. საერთაშორისო ტრიბუნაზე, საერთაშორისო მისიებში ყველგან ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია. როცა უმრავლესობა და პარლამენტი შეიკრიბება, რეზოლუციას მივიღებთ“.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, პარტნიორებს“, - ამგვარად უპასუხა ხარქუამ ოპოზიციის კრიტიკას, რომ ხელისუფლების მხრიდან არ ისმის უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები:

„არავის აქვს უფლება, შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი ტერიტორიული მთლიანობა. საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი შემართებისკენ მოვუწოდებდი. მეტად დავიცვათ უკრაინის, საქართველოს და ჩვენი მსგავსი ქვეყნების ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. მიუღებელია და ვგმობთ მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ყველა სახელმწიფო უნდა გაუფრთხილდეს თავის ტერიტორიას და ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ის მოექცევა მკაცრი სანქციების ქვეშ და ძვირად დაუჯდება“.

საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობას უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S