Accentnews.ge
კიევში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი ქვეყანას ტოვებს

კიევში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი ქვეყანას ტოვებს

24/01/2022 10:38:33 ევროპა

რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის საფრთხის გამო, გაერთიანებულმა სამეფომ კიევში ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახების გაყვანა დაიწყო.

ოფიციალური პირების თქმით, საელჩოს თანამშრომლებს კონკრეტული საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა კიევში მომუშაოვე პერსონალის ნაწილი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო აუცილებელი მომსახურებისთვის მუშაობას განაგრძობს.

ცნობისთვის: მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო შეერთებულმა შტატებმაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტმა მითითება გასცა, რომ უკრაინა ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა დატოვონ. გადაწყვეტილებას ნაადრევი უწოდეს კიევში.

რაც შეეხება ევროპას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინიდან დიპლომატების ოჯახის წევრების გაყვანას არ გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S