Accentnews.ge
დანიელ ფრიდი:"საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს"

დანიელ ფრიდი:"საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს"

25/01/2022 08:53:32 საგარეო პოლიტიკა, კომენტარი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, აშშ–ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ყველაზე მსხვილი პაკეტის ავტორის, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსის დანიელ ფრიდის განცხადებით, საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს.

როგორც ანალიტიკოსმა "აქცენტთან" განაცხადა, „პუტინის განზრახვაა, აღადგინოს მოსკოვის იმპერია და ადრე თუ გვიან, საქართველო გახდებოდა ამ ამბიციის მსხვერპლი და გახდა კიდეც":

"კერძოდ, ამის მაგალითი შეზღუდული ფორმით 2008 წელს ვიხილეთ. რა თქმა უნდა, საფრთხე ექმნება საქართველოს ევროპულ მომავალსაც, რადგან პუტინის კონტროლი დამოკიდებულია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ნაკლებობაზე იმ ქვეყნებში, რომლებზეც კონტროლოს დამყარებასაც ის ცდილობს".

მისივე თქმით, არავინ მოელის, რომ სქართველო კრემლისგან შემდომ აგრესიას გამოიწვევს, მაგალითად, უკრაინისთვის უსაფრთხოების კუთხით დახმარების გაწევით და იქვე დასძენს, რომ „საქართველომ უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს“.

დანიელ ფრიდის ანალიზით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უფრო პოზირებს, ვიდრე საკითხის გადაწყვეტის გზებს ეძებს.

"ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბაიდენის ადმინისტრაცია ასე შეშფოთებულია კრემლის განზრახვებით" - ამბობს ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსი დასძენს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და ბევრი ევროპული მთავრობა ისურვებდა, განეხილა ევროპის უსაფრთხოების საკითხი როგორც ტექნიკურ, ასევე ნდობის აღდგენის და თუნდაც სტრატეგიულ დონეზე, თუმცა ეს ყველაფერი საერთაშორისო ფუძემდებელი პრინციპების შესაბამისად.

"ამ პრინციპების თანახმად, სუვერენიტეტი ვრცელდება ყველაზე და სადაც არ უნდა არსებობდეს გავლენის სფერო. პუტინმა უნდა გადაწყვიტოს რა სურს" - დასძენს "აქცენტთან" ანალიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S