Accentnews.ge
პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს მათ შორის უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს მათ შორის უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა

28/01/2022 09:23:58 საგარეო პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც ოფიციალურ რელიზში ვკითხულობთ, შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.

რელიზისვე მიხედვით, "მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებული საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება, აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტები".

შალვა პაპუაშვილმა და ფატმა ჯერენ იაზგანმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის და ელჩს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ასევე: "ჩვენი პოზიციის შეცვლა შეუძლებელია“ – რას ფიქრობს ერდოღანი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S