Accentnews.ge
„ბერლინის კედლის აშენებას დაიწყებენ“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი გერმანიას აფრთხილებს

„ბერლინის კედლის აშენებას დაიწყებენ“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი გერმანიას აფრთხილებს

28/01/2022 13:32:53 ევროპა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, იმ შემთხვევაში თუ ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით პოზიციონირებას არ შეცვლის, გერმანიის კვლავ გაყოფას და გდრ–ის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) აღდგენას პროგნოზირებს. ამის შესახებ მინისტრმა უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თუ გერმანია არ შეცვლის პოზიციას რუსეთის აგრესიის შეკავებასთან დაკავშირებით, ფედერალურ მთავრობას მოუწევს გამკლავება არა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, არამედ, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) პრობლემასთან, რადგან გდრ-ის მატერიალური საფუძველი უკვე არსებობს: ეს მხოლოდ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ არის – ადრე ეს „ოპალის“ გაზსადენი იყო, ახლა არიან გერმანიის ისტებლიშმენტის წარმომადგენლები, რომლებიც რუსულ ხელფასებზე „ზიან“, არიან სხვადასხვა ვიცე–ადმირალები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას აფერხებენ თავიანთი უცნაური განცხადებებით“.

რეზნიკოვის განცხადებით, პუტინს თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლა სურს:

„გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა უკვე გამოცხადებული რუსული მოთხოვნების ლოგიკური გაგრძელებაა. რუსეთმა უკვე ოფიციალურად წამოაყენა მოთხოვნები ნატო-ს დაშლის შესახებ 14 ქვეყანაში – ეს ასევე სრულიად შეუძლებელი ჩანდა. ძალიან კარგია, რომ ალიანსის წევრებმა მკაფიო პასუხი გასცეს, მაგრამ უნდა იყოს პრაქტიკული ნაწილი, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ პასუხის გაცემა მათთვის, ვინც ბერლინის კედლის აშენებას დაიწყებს“.

მინისტრის ამბობს, რომ პუტინის საბოლოო მიზანი არა უკრაინის დაპყრობა, არამედ თავისი გავლენის დასავლეთ ევროპაში გაფართოებაა:

„ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ვაფრთხილებდით, რომ პუტინის მიზანი არა იმდენად უკრაინა, რამდენადაც ნატოსა და ევროკავშირისთვის ძირის გამოთხრაა. ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა იქნებოდა და ეს მოხდა. ხოლო თუ ამას პასუხი არ გაეცემოდა, ვაფრთხილებდით, ამის შემდეგ იქნებოდა ესკალაცია და პოლონეთის წინააღმდეგ ეს ესკალაცია მოხდა“.

იხილეთ ასევე: „ჩვენს დროში არ ეწერება!“ – გერმანია რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამო მოკავშირეებმა მკვეთრად გააკრიტიკეს

რუსეთის მხრიდან ესკალაციის ფონზე გერმანია უკრაინაში იარაღის მიწოდების მომხრე არაა, თუმცა მხარს უჭერს სანქციებს. მათ შორის, არ არის გამორიცხული, სამიზნე "ჩრდილოეთის ნაკადი 2"–იც აღმოჩნდეს.

„პოლონეთში ასეთ გამოთქა გვაქვს, „ყველა დასავლელმა მთავრობამ რუსეთი თავიდან უნდა გაიცნოს“. ყველას სწამს, რომ სწორედ ისინი გამოდგებიან ყოჩაღები, მიაღწევენ გადატვირთვას თუ კარგად მოიქცევიან და ვლადიმირ პუტინს „ვლადიმირ ვლადიმიროვიჩით“ მიმართავენ. შემდეგ, ცხადია, რუსეთი რამე ისეთს იზამს, რაც მათ ჭკუას ასწავლის. ახლა ამ გაკვეთილის სწავლის პროცესში არან გერმანელები“,– განაცხადა გერმანიის მიდგომების კომენტრებისას პოლონელმა პოლიტიკოსმა რადოსლავ სიკორსკიმ.

ცნობისთვის: 1961 წლის 13 აგვისტოს გერმანიაში ბერლინის კედლის მშენებლობა და გერმანიის ორად გაყოფის პროცესი დაიწყო. ამ დღიდან მომდევნო 28 წლის განმავლობაში ქვეყანას, ოჯახებს მოწინააღმდეგე პოლიტიკური სისტემები და ბეტონის კედელი ჰყოფდა. ბერლინის კედელი წლების განმავლობაში „ცივი ომის“ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.

კედელმა ჩაანაცვლა მავრთულხლართები და ის 40 კილომეტრამდე იყო გაჭიმული.

როგორც კომუნისტური რეჟიმი აცხადებდა, კედლის მშენებლობის მიზანი რამდენიმე იყო. მათ შორის ერთ-ერთი აღმოსავლეთ ბერლინის ფაშისტებისგან დაცვა წარმოადგენდა, მეორე - შეჩერებულიყო აღმოსავლეთ გერმანელთა დინება დასავლეთისკენ.

ოფიციალური მონაცემებით, 140-მდე ადამიანი გდრ–ის საზღვრის დაცვის მიერ იქნა მოკლული, მაშინ როცა ისინი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური რეჟიმისგან გაქცევას ცდილობდნენ.

საბოლოოდ ოთხ მეტრამდე სიმაღლის კედლის დანგრევა 1989 წელს, სახალხო რევოლუციის პერიოდში მოხდა და გერმანია კვლავ გაერთიანდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S