
ჯონსონი: „ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე"
01/02/2022 20:47:48 ევროპა
დიდი პრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ ეხება უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ამ ქვეყანას და რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.
"ვიღაცამ თქვა, რომ მუქარას ვაზვიადებთ, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ, ეს ყოველივე გააბუქოს. ეს ასე არ არის. რაც ხდება, აშკარა და არსებული საფრთხეა! ხოლო მიზეზი, რის გამოც დიდი ბრიტანეთისთვის უკრაინის საკითხი მნიშვნელოვანია, რის გამოც დასავლეთი ცდილობს გაერთიანებას, პირველ რიგში, არის უკრაინა. ამასთან, ეს ეხება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“,– განაცხადა ჯონსონმა
მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი. ამ კონტექსტში მან ბერლინის კედელი გაიხსენა:
„როცა ახალგაზრდა ვიყავი, ბერლინის კედელი დაინგრა. ამ მოვლენამ გვაჩვენა, რომ ყველა ქვეყანა თავისუფალია, აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსი. პუტინს ამის აღმოფხვრა სურს ახალი იალტისა და გავლენის ზონების შექმნის მცდელობით“.
ჯონსონის თქმით, „კრემლის ამბიციები გაგრძელდება:
„ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე".
იხილეთ ასევე:
რას გულისხმობს უკრაინა–პოლონეთ–ბრიტანეთის ალიანსი: კულება რიგ დეტალებს ამჟღავნებს