Accentnews.ge
საფრანგეთი შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

საფრანგეთი შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

02/02/2022 07:47:42 ევროპა

საფრანგეთი დღეიდან კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, - იუწყება „ფრანს-პრესი“.

გამოცემის ცნობით, უქმდება ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება, იხსნება საკონცერტო დარბაზებში, სპორტულ მატჩებსა და სხვა ღონისძიებებზე მაყურებლების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე, 16 თებერვლიდან იგეგმება ღამის კლუბების გახსნაც.

საფრანგეთში გასული 7 დღის განმავლობაში დაინფიცირების საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა 322 256 შეადგინა.

პანდემიის დაწყებისდან ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 19.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ვირუსმა იმსხვერპლა 131 312 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 12 803 670 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ დანიამ თითქმის ყველა სანიტარული შეზღუდვა გააუქმა. ის პირველი ევროპული ქეყანაა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ნაბიჯმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეაშფოთა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S