Accentnews.ge
„ბრიტანეთს უკრაინა შეცდომაში შეჰყავს“– ხორვატიის პრეზიდენტის მორიგი სკანდალური გამოსვლა

„ბრიტანეთს უკრაინა შეცდომაში შეჰყავს“– ხორვატიის პრეზიდენტის მორიგი სკანდალური გამოსვლა

02/02/2022 10:58:58 ევროპა

ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა ბრიტანეთი გააკრიტიკა უკრაინის მხარდაჭერაში მისი როლის გამო და რუსეთთან შეთანხმებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, რუსეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება ვერ მიიღწევა, ამის შესახებ საუბარია Euractiv–ის პუბლიკაციაში.

იმ ფონზე, რომ კრემლს უკრაინის საზღვრებთან, მათ შორის ბელარუსის მხრიდან დიდძალი სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული და დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი მორიგ სამხედრო აგრესიას განახორციელებს და მას დეესკალაციისკენ დაჟინებით მოუწოდებენ, მილანოვიჩმა ბრიტანეთი უკრაინის წაქეზებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უპასუხისმგებლობაა, უბიძგო კიევს მოსკოვთან კონფლიქტისკენ.

„რუსეთი არის ფაქტორი ამ განტოლებაში [ევროპის სტაბილურობაში], ჩვენ გვჭირდება შეთანხმება რუსეთთან“, - განაცხადა მან.

მინალოვიჩმა გაიმეორა კრემლის პროპაგანდისტული გზავნილი, რომ დასავლეთი აქეზებს უკრაინას და ლონდონს ბრალი დასდო, რომ კიევი შეცდომაში შეყავს, აქეზებს მას და ტყვეობაში ამბყოფებს მეორეხარისხოვან სახელმწიფოებად ქცეულ – აშშ–ისა და ბრიტანეთის ურთიერთობებში.

კითხვაზე, რატომ არ შეხვდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ზაგრებში ვიზიტისას, ხორვატიის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უპასუხა:“არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ვხვდები საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს რუსეთის, ამერიკის. არაფერი მაქვს სალაპარაკო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან. თავდაცვის მინისტრებს არ ვხვდები გარდა ზესახელმწიოებისა. დიდი ბრიტანეთი ევროკავირიდან გავიდა და ეს მას ნაკლებადმნიშვნელოვანს ხდის“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის და ხორვატიის თავდაცვის მინისტრებმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ იმასაც, რომ უკრაინის კონტექსტში ეს ხორატიის პრეზიდენტის პირველი ხისტი გამოსვლა არ არის. და მაშინ პრეზიდენტის სიტყვებისთვის ბოდიში ხორვატიის პრემიერ–მინისტრმა მოიხადა.

იხილეთ ასევე: „უმადური, შეურაცხმყოფელი, უადგილო!“ – კიევი ხორვატიის პრეზიდენტს განცხადების გამო აკრიტიკებს, ხოლო ელჩს სამინისტროში იბარებს

1 თებერვალს ოფიციალურ დონეზე დადასტურდა, რომ ბრიტანეთი პოლონეთთან და უკრაინასთან ერთად ახალ ალიანსს ქმნის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S