
ლუკაშენკო სოხუმისა და ცხინვალის აღიარებას არ გამორიცხავს
07/02/2022 12:30:34 კონფლიქტები, პოლიტიკა
ალექსანდრე ლუკაშეკო, რომელსაც დასავლეთი ბელარუსის არჩეულ პრეზიდენტად არ სცნობს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" აღიარებას არ გამორიცხავს.
«[ამას გავაკეთებ - რედ.] როგორც კი მივხვდები და პრეზიდენტი [რუსეთის - რედ.] მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს», – განაცხადა ლუკაშენკომ YouTube-არხ «Соловьев Live»-თან ინტერვიუში.
ამასთან, ТАСС-ის ინფორმაციით, ლუკაშენკომ იქვე დასვა კითხვა, "არის კი ამაში რაიმე სასიცოცხლო აუცილებლობა?».
რაც შეეხება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან მიმართებაში ადრე გამოხატულ პოზიციას, რომლის თანახმად, იგი ყირიმს რუსეთის ნაწილად "მას შემდეგ სცნობს, რაც უკანასკნელი რუსი ოლიგარქიც კი აღიარებს ყირიმს და იქ თავისი პროდუქციის მიწოდებას დაიწყებს", ამჯერად ლუკაშენკომ დააზუსტა, რომ მაშინ მან მიმართა "არა მარტო ოლიგარქებს, არამედ ზოგიერთ სხვებსაც, თავის მოქალაქეებს, რათა დაკავდნენ ფულის არაკეთილსინდისიერად მომპოვებლებით და რუსეთის სახელმწიფოებრიობის კალაპოტში მაინც იმოქმედონ, რაკი აღიარეს ეს ყირიმი". "მათ ყირიმთან შეხებაც კი აშინებთ" - დასძინა ლუკაშენკომ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინსკის მიერ სოხუმისა და ცხინვალის შესაძლო აღიარების საკითხს ემიანებიან და აცხადებენ, რომ "ბელორუსი რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული".
"ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული. რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდნეტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.
ამავე თემაზე: აფხაზები მინსკში ბელარუსთან სამომავლო ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ
გამართლებულია თუ არა სოხუმის იმედები მინსკსა და მოსკოვთან მის “სამოკავშირეო სახელმწიფოზე”?