
ადეიშვილზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს
10/02/2022 14:10:23 სამართალი
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური პროკურორის თანაშემწეზე ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, 34 წლის, პირია.
ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ სხვა თავდამსხმელების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს 7 თებერვალს დაესხნენ.
საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ფიზიკურად 4 პირი გაუსწორდა.