Accentnews.ge
ბრიტანეთმა მიიღო კანონი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირთა ფართო წრეს

ბრიტანეთმა მიიღო კანონი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირთა ფართო წრეს

10/02/2022 20:01:07 ევროპა

დიდმა ბრიტანეთმა გამოაქვეყნა ახალი კანონების პაკეტი, რომლებიც აფართოებს რუსეთთან დაკავშირებული იმ პირების სიას, რომლებსაც შესაძლოა, შეეხოთ სანქციები, თუკი კრემლი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას,– ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ამდენად, ბრიტანეთს უკვე აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ახალი მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

„ბრიტანეთს ახლა უფლება აქვს, სანქციები გამოიყენოს არა მხოლოდ მათ მიმართ, ვინც პირდაპირ არის კავშირში უკრაინის დესტაბილიზაციასთან, არამედ რუსეთის მთავრობასთან აფილირებული ორგანიზაციებისა და საწარმოების, რომელთაც რუსეთის ხელისუფლებისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ და მათი ხელმძღვანელების, დირექტორების, ნდობით აღჭურვილი პირების მიმართ“,– განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ კანონი საფუძველს იძლევა რუსეთის წინააღმეგ ყველაზე მკაცრი სანქციების რეჟიმის ამოქმედებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს სტუმრობდა. მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა შეხვედრა შეაფასა როგორც "მუნჯის საუბარი ყრუსთან", ხოლო ბრიტანელმა დიპლომატმა ლავროვი გააფრთხილა, "ჯერ კიდევ გაქვთ დრო , შეწყვიტოთ აგრესია უკრაინის მიმართ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S