
კულება: "უკრაინის სტრატეგიული კურსი, შეუერთდეს ნატო-ს, უცვლელი რჩება“
14/02/2022 17:36:59 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, სავარაუდოდ მათ შორის უკრაინელი დიპლომატის სადავო განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, "უკრაინის სტრატეგიული კურსი, შეუერთდეს ნატო-ს, უცვლელი რჩება“.
"უკრაინის სტრატეგიული კურსი, შეუერთდეს ნატო-ს, უცვლელი რჩება. ეს ასახულია კონსტიტუციასა და საგარეო პოლიტიკის ეროვნულ სტრატეგიაში და ამ კურსს მხარ უჭერს უკრაინელების უმეტესობა. წევრობის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ უკრაინისა და ნატო-ს 30 წევრის საქმეა",– ამბობს კულება.
იხილეთ ასევე:
კრემლი: "უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანების იდეაზე უარის თქმა კარგი პასუხი იქნებოდა"
შეგახსენებთ, რომ კრემლი, რომელსაც დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა ჰყავს უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული, მათ შორის, ნატო–ს აღმოსავლეთით არგაფართოების ულტიმატუმს აყენებს.