Accentnews.ge
„შეურაცხმყოფელია!“: რატომ ჩავარდა კადიროვის მხარდასაჭერად წამოწყებული ფლეშმობი

„შეურაცხმყოფელია!“: რატომ ჩავარდა კადიროვის მხარდასაჭერად წამოწყებული ფლეშმობი

14/02/2022 19:20:01 კავკასია

მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც მოკლე დროში 200 000–ზე მეტმა პირმა მოაწერა ხელი, კადიროვის მხარდამჭერი ფლეშბობიც დაიგეგმა, თუმცა არც თუ წარმატებულად.

ფლეშმობი – „მე კადიროვის ქვეითი ვარ“ ჩეჩნეთის ლიდეირს თანაშემწემ უმარ დაუდოვმა „ინსტაგრამში“ 10 თებერვალს წამოიწყო. რამდენიმე დღის განმავლობაში მას 500–მდე ადამიანი შეუერთდა, რომელთაგან უმრავლესობა საჯარო მოხელე აღმოჩნდა. კერძოდ, მიმდევრებს შორის, რომლებიც თავს კადიროვის „ქვეითებად“ მიიჩნევენ, აღმოჩნდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები და ა.შ. – სხვადასხვა რანგის მოხელეები. ამდენად, ფლეშმობი, როგორც კადიროვის მხარდამჭერი მასობრივი, სახალხო დემონსტრაცია, ჩავარდა, თუმცა კრიტიკოსების მხრიდნ მიიღო კადიროვისთვის ერგულების დემონსტრირების შეფასება.

კადიროვი ჩეჩნეთის მმართველად 2007 წლიგან არის კრემლის მიერ გამწესებული და ამ წლების განმავლობაში უფლებადამცველები არა მხოლოდ რუსეთიდან, ხშირად საუბრობენ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კატასტროფულ მდგომარეობაზე. საუბარია ადამიანების გატაცებაზე, სასამართლოს გვერდის ავლით დასჯაზე, კრიტიკოსების მკვლელობაზე, მათ დევნაზე, რასაც თავად კადიროვი და მისი გარემოცვა უარყოფს. ერთ–ერთი მაგალითია იანგულბაევების ოჯახის ირგვლივ ამჟამადაც მიმდინარე დრამატული მოლენები.

იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში

უფლებადამცველი აბუბაქარ იანგულბაევი, რომლის ოჯახიც ასევე მოექცა კადიროვის სამიზნეში, დარწმუნებულია, რომ ჩეჩნეთში არა რუსეთის კანონი, არამედ მხოლოდ კადიროვის ბრძანება მოქმედებს და ამ ვითარებაში კრემლი მისთვის სახის შენარჩუნებას ცდილობს. უფლებადამცველი იქვე დასძენს, რომ სწორედ რუსეთის ხელისუფლებამ „გამოზარდა არსება, რომელსაც უკვე მოსკოვის ბრძანებები არ ესმის“.

მისივე თქმით, „კადიროველების“ ფლეშმობმა გამოხმაურება არ ჰპოვა არა თუ მხოლოდ რესპუბლიკის მაცხორებლებში, არამედ თავად ჩეჩენ ჩინოვნიკებს შორისაც კი, რომლებიც პუტინის, ახმატ და რამზან კადიროვების „პორტრეტებს ქვეშ“ მუშაობენ:

„დედაჩემის გატაცებით მან [კადიროვმა] ნათლად აჩვენა, რეალურად რას წარმოადგენს, რისთვისაა მზად წყენის გამო. მან საკუთარი რეპუტაცია დამარხა. თავად ფლეშბობიც არა ჩეჩნების, არამედ მხოლოდ თავად „კადიროველების“ აღწერა აღმოჩნდა, ვინც მზადაა, ბოლომდე გაამართლოს მისი დანაშაული“.

ჩეჩენი აქტვისტი ალი ბაკაევი აღნიშნავს, რომ პირადად იცნობს „კადიროველებს, რომლებიც ვერ იტანდნენ თავიანთ ხელმძღვანელობას და მათ მეთოდებს:

„მესმის, რომ ბევრისთვის, მათ შორის ძალოვანებისთვის განცხადება „მე კადიროვის ქვეითი ვარ“, შეურაცხმყოფელია. მაგრამ მათ არჩევანი არ აქვთ, მათ ეს გზა აირჩიეს. წინააღმდეგ შემთხვევში, მათ „გეებს“, „გამყიდველებს“ უწოდებენ და რეპრესიებს დაექვემდებარებიან“.

აქტივისტი კედევ ერთ გარემოებაზე მიუთითებს, რის გამოც ფლემობი მიუღებელია ფართო საზოგადოებისთვის, წინააღმდეგობაში მოდის რა ჩეჩნურ ტრადიციებთან. კერძოდ, როგორც ბაკაევი განმარტავს, ჩეჩნები არასდროს ყოფილან ვინმეს ქვეითები მეფის რუსეთის დროსაც კი, როდესაც ჩეჩენთა ნაწილი სამეფო არმიაში ირიცხებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S