Accentnews.ge
რუსი პოლიტოლოგი: „კრემლშიც ესმით, რომ უკრაინასთან ომით რუსეთის რღვევის შემდეგი ციკლი დაიწყება!“

რუსი პოლიტოლოგი: „კრემლშიც ესმით, რომ უკრაინასთან ომით რუსეთის რღვევის შემდეგი ციკლი დაიწყება!“

18/02/2022 18:07:41 კომენტარი

რუსი პოლიტოლოგი დიმიტრი არეშკინი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების კრემლის მიერ მხარდაჭერილი ძალების მხრიდან გახშირებულ დარღვევას, ქვეყნის უსაფრთხოების ირგვლივ შექმნილ კრიზისს და რუსეთის მიერ ბირთვული წვრთნების დაანონსებას ეხმიანება.

პოლიტოლოგს აშფოთებს, თუ რა ჟინით ცდილობს ვლადიმირ პუტინი დაძაბულობის ფონზე „ფსონის“ გაზრდას, თუმცა მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის მოლოდინი არ აქვს, მისი ხედვით, აცნობიერებენ რა კრემლშიც, რომ ეს თავად პუტინის რეჟიმისთვის იქნება დამანგრეველი:

„არ მაქვს იმგვარი მასშტაბური ომის მოლოდინი, როდესაც შეტევა იწყება რუსეთიდან, ბელარუსიდან... ეს უკიდურესად დამანგრეველი პოზიციაა რა პუტინისთვის. მაგრამ გამყოფ ხაზთან პროვოკაციები გარდაუვალია. რადგან ამ ვითარებაში შეუძლებელია, თქვან, „დაგვარწმუნეს“, „უკან ვიხევთ“, „უკაცრავად“. შესაბამისად, შენიღბული ოპერაციაა საჭირო და ამ ოპერაციის ჩატარება, ვფიქრობ, მხოლოდ ლუგანსკის და დონეცკის ტერტორიებზეა შესაძლებელი. შემდეგ ამას ჩვენს ამომრჩეველს გამარჯვების სახით წარუდგენენ. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი კმაყოფილი იქნება იქ ვირტუალური ნაბიჯების გადადგმით – აღიარება [უკრაინის ტერიტორიების], საუბრები ლუკაშენკოსთან...

ომი კვლავინდებულად ნაკლებად მოსალოდნელი მგონია, მაგრამ მძაბავს ის ჟინი, რომლითაც პუტინი ზრდის „ფსონებს“: ახლა უკვე წვრთნებში საბრძოლო სტარტეგიული ძალები ჩართეს. ეს უკვე ძალიან ცუდია!. აქამდე ვამბობდი, „მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არავინ იხსენებს, რომ შეგვიძლია, ატომური ბომბი გამოვიტანოთ და მაგიდაზე დავაკაკუნოთ–მეთქი“. დღეს კი გამოიტანეს და „კაკუნიც“ დაიწყეს. ეს მაშინებს, მაგრამ ჯამში, ვფქრობ, კრემლში კარგად ესმით, რომ უკრაინასთან სერიოზული ომი უაზრო და დამანგრეველია. ამით რუსეთის სახელმწიფოებრიობის რღვევის შემდეგი ციკლი დაიწყება. ამასთან, ისიც ესმით, რომ ისეთ ვითარებაში ამოყვეს თავი, საიდანაც ღირსეული გამომეტყველებით გამოსვლა პრაქტიკულად, შეუძლებელია“.

ცნობისთვის: აშშ გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოსკოვი ამზადებს პროვოკაციას, რათა გაამართლოს მეზობელ ქვეყანაში შეჭრა მომავალ დღეებში. 18 თებერვალს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტებმა მკვლეთრად იმატა. ეუთოს ცნობით, ბოლო 24 საათში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 600-ჯერ დაირღვა. მსგავსი პროცესები დაფიქსირდა 17 თებერვალსაც. დაიბომბა სკოლა და საბავშვო ბაღი.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს 10-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს, გამოიყენეს მძიმე არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები.

დღეს რუსემა "სტრატეგიული ძალების" მონაწილეობით ახალი წვრთნები დააანონსა.

იხილეთ ასევე: „პუტინს არ შეუძლია, კითხვებს უპასუხოს“: რა უჯდებათ რუსეთის მოქალაქეებს კრემლის ავანტიურა

ბრიტანეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის სავარაუდო მარშრუტების რუქა გამოაქვეყნა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S