Accentnews.ge
ყარაბაღში დარჩენილი რუსი “მშვიდობისმყოფელები” “აზერბაიჯანული ჯარის შესაკავებლად" ფარუხის მიდამოებში კონცენტრირდებიან

ყარაბაღში დარჩენილი რუსი “მშვიდობისმყოფელები” “აზერბაიჯანული ჯარის შესაკავებლად" ფარუხის მიდამოებში კონცენტრირდებიან

29/03/2022 08:12:16 კონფლიქტები

ყარაბაღში მყოფი რუსი “სამშვიდობოების” ტელეგრამ-არხის ცნობით, მისიის სამეთაურო შტაბმა “აზერბაიჯანული ჯარის წინ წაწევის აღსაკვეთად სარეზერვო ძალების სოფელ ფარუხის მიდამოებში კონცენტრირების გადაწყვეტილება მიიღო”.

ამჟამად, რუსული მხარის განცხადებით, აღნიშნულ სოფელს სამშვიდობო მისია აკონტროლებს.

მანამდე რადიო “აზატუტიუნის” გადამღები ჯგუფი ახლომდებარე სოფელ ხრამორტში იმყოფებოდა და ყვება, რომ ვითარება დაძაბული იყო. როგორც ჟურნალისტებს ადგილობრივებმა განუცხადეს, აზერბაიჯანელი სამხედროები მათ სიახლოვეს, ბორცვს იქით იმყოფებოდნენ.

ამასწინანდელი ესკალაციის შემდეგ ხსენებულ სოფელში მხოლოდ მამაკაცები დარჩნენ, ქალები, ბავშვები და მოხუცები ყარაბაღის უფრო დაცულ დასახლებულ პუნქტებში გახიზნეს.

ამავე თემაზე: რუსეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბარღთან დაკავშირებული შეთანხმება დაარღვია, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს

სომხეთი: "აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა საკონტაქტო ხაზი გადაკვეთეს და ერთი სოფელი დაიკავეს"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S