რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს

17-05-2022 19:19:45 ევროპა ,მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

ამის შესახებ თავდაპირველად განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გააკეთა.

„არა, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. უკრაინა პრაქტიკულად გამოვიდა მოლაპარაკებების პროცესიდან“,– უპასუხა ჟურნალისტების კითხვას რუდენკომ.

მისი თქმით, მოლაპარაკებები „არანაირი ფორმით“ არ მიმდინარეობს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა მიხაილო პოდოლიაკმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია.

„თუმცა, აღდგება და მეჩვენება, რომ მოდერატორი ზელენსკი იქნება“, - განაცხადა მან ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, "უკრაინა არაფრის გაცემას არ აპირებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახის გადასარჩენად - საზოგადოებამ უზარმაზარი ფასი გადაიხადა".

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის.

იხილეთ ასევე: "ემანუელ მაკრონი სუვერენიტეტის დათმობას მთავაზობდა" - ზელენსკი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები