ერდოღანი: "ნატო–ს მოკავშირეებმა თურქეთის შეშფოთებებს პატივი უნდა სცენ"

18-05-2022 16:13:09 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ანკარა შვედეთისა და ფინეთის ნატო–ში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

"ალიანსის მოკავშირეებმა ჩვენს შეშფოთებებს პატივი უნდა სცენ", – განაცხადა ერდოღანმა და კვლავ გაიმეორა, რომ თურქეთის დასარწმუნებლად შვედურმა და ფინურმა დელეგაციებმა ანკარაში ჩასვლით თავი არ უნდა შეიწუხონ.

ცნობისთვის: დღეს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები წარადგინეს.

ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე აქტიური საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კრემლში ფინეთ–შვედეთის ნატო–ში შესაძლო გაწვრიანებას არაერთხელ გამოეხმურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნულს მოსკოვისგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა.

აღსანიშნავია, რომ NATO–ს გაფართოებას ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თურქეთი ამ დრომდე აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის NATO–ში გაწევრიანებას. მიზეზად ანკარა ხსენებული ქვეყნების მიერ "ტერორისტების მხარდაჭერას" ასახელებს.

ამავე თემაზე: მედია – რა მოთხოვნები აქვს თურქეთს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები