Accentnews.ge
ცხინვალში "რეფერენდუმი" აღარ ჩატარდება

ცხინვალში "რეფერენდუმი" აღარ ჩატარდება

31/05/2022 07:15:15 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში "რეფერენდუმი", რომელზეც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხი, აღარ გაიმართება.

გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მიიღო.

მისი თქმით, "რეფერენდუმზე" წარმოდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობის გათვალისწინებითა და ასევე, მისი ჩატარების ცალმხრივი, რუსეთისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გამო, იგი აღარ გაიმართება.

გაგლოევის ცნობით, გაგრძელდება კონსულტაციები რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის საკითხებზე.

მანამდე ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს "რეფერენდუმის" ჩასატარებელი ფული არ ჰქონდა.

მსგავს გადაწყვეტილებამდე დსთ-ის საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, რომ პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს:

„ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება ახლა კავკასიაში. ცხადია, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი მეზობელ საქართველოში ემოციების ნაკადის პროვიცირებას გამოიწვევს. ამჟამად ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გვაქვს უკარაინაში და, ვფიქრობ, საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ გვიღირს“.

"რეფერენდუმი" გაგლოევის წინამორბედმა ანატოლი ბიბილოვმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა.

იხილეთ ასევე: „აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ“ – რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S