
პუტინი უმცროს ოფიცრებს არ ენდობა – ISW
04/07/2022 05:27:49 მსოფლიო
ის ფაქტი, რომ ორი მაღალი რანგის რუსი მეთაური პასუხისმგებელია ლისიჩანსკის რეგიონში სამხედრო ოპერაციებზე, ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ენდობა უმცროს ოფიცრებს,– მსგავს დასკვნამდე მივიდა ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
ISW წერს, რომ ლისიჩანსკზე პასუხისმგებელნი იყვნენ ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი და რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური, არმიის გენერალი სერგეი სუვორიკინი (რომელიც ასევე მეთაურობს რუსეთის ჯარების "სამხრეთ" ჯგუფს უკრაინაში.
როგორც აღინიშნა, ფრონტის მცირე მონაკვეთზე, ერთსა და იმავე საქმეში ორი ასეთი მაღალი რანგის ოფიცრის ჩართვა ალბათ, მიუთითებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს პუტინი ლისიჩანსკის და ლუგანსკის ოლქის საზღვრის აღებას და უმცროსი ოფიცრების მიმართ უნდობლობაზე.
3 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ლისიჩანსკში დატოვეს.