Accentnews.ge
ომის 131–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 131–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

04/07/2022 06:24:44 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 36 000–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 4 ივლისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 36200 (+230 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები – 1589 (+5),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3754 (+10),
  • საარტილერიო სისტემები - 804 (+3),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 246,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 105,
  • თვითმფრინავი - 217,
  • ვერტმფრენები - 187,
  • გემები / ნავები - 15,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2629 (+11),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -658 (+4),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 65 (+1),
  • საკრუიზო რაკეტა – 144.

უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღის განმავლობაში განიცადა სლავიანსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი ქალაქ ლისიჩანსკზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ, დონეცკის რეგიონის აღებაზე კონცენტრირდება.

„რუსეთის აქცენტი ახლა, თითქმის უსათუოდ, დონეცკის ოლქის აღებაზე გადაინაცვლებს, რომლის დიდი ნაწილი უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება,“ - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე შეფასებით, დონბასისთვის ბრძოლა მწვავე და დამაუძლურებელი იყო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს კვირებში სიტუაცია შეიცვალოს.

იხილეთ ასევე:

პუტინი უმცროს ოფიცრებს არ ენდობა – ISW

როგორ დაათმობინეს რუსულ ძალებს სტრატეგიული წერტილი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S