Accentnews.ge
"ვინც თქვენ შთაგაგონებთ, მათ ყოველთვიურად 2 000 ევროს უხდიან" – როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ბულგარეთში

"ვინც თქვენ შთაგაგონებთ, მათ ყოველთვიურად 2 000 ევროს უხდიან" – როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა ბულგარეთში

04/07/2022 07:36:59 ევროპა

ბულგარეთის სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთი თვეში დაახლოებით 2000 ევროს უხდის საჯარო პირებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის,– ამის შესახებ რადიო Darik ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსზე ლენა ბორისლავოვზე დაყრდნობით იუწყება.

ბორისლავოვამ განმარტა, რომ რუსეთი ფულს უხდიდა ბულგარელ პოლიტიკოსებს, ცნობილ ჟურნალისტებს, ანალიტიკოსებს, პოლიტოლოგებს და სხვებს მედიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის.

"თითოეულმა თქვენგანმა, რომლებიც უფასოდ აფურთხებთ ევროკავშირსა და ნატო–ს და ასევე მხარს უჭერთ პუტინის ქმედებებს უკრაინაში, უნდა იცოდეთ, რომ კრახი განიცადეთ! ვინც თქვენ შთაგაგონებთ ამის გაკეთებას, ყოველთვიურად უხდიან"– დასძინა მან.

მისი თქმით, ზოგიერთ ორატორს სჩვევია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ილუზიების შექმნა და შიშებზე თამაში.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა ბულგარეთის მოსახლეობის მზარდი უარყოფითი დამოკიდებულება პუტინისა და რუსეთის მიმართ.

პრემიერ-მინისტრ პეტკოვის პროდასავლური მთავრობა დამარცხდა მას შემდეგ, რაც 22 ივნისს პარლამენტმა მას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა ექვსთვიანი მმართველობის შემდეგ, თუმცა რჩება ხელისუფლებაში ახალი მთავრობის ფორმირებამდე.

პეტკოვმა პროცესებში რუსეთი და მაფია დაადანაშაულა.

გასულ კვირას პეტკოვმა გამოაცხადა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების შესახებ და მათ ჯაშუშურ საქმიანობაში დასდო ბრალი. თუმცა ქვეყანაში რჩება რუსეთის საეჭვო რეპუტაციის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა, რომელმაც 2021 წლიდან უარყოფითი კაპიტალი დააგროვა ქვეყანაში –მან ბულგარელებს „დასავლეთის ლაქიები“ უწოდა მაშინ, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სერიოზულად გაუარესდა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. ამავე დროს მიტროფანოვას კავშირი აქვს ბულგარეთის ყოფილ პარლამენტართან, რომელსაც სოფია წარსულში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებდა ბრალს. 69 წლის მიტროფანოვამ ასევე გაააქტიურა საელჩოს საქმიანობა სოციალურ ქსელებში, ძირითადად დეზინფორმაციისთვის მხარის დასაჭერად და ახალი დეზინფორმაციის გასავრცელებლად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. ამის გამო უკვე რამდენიმე თვეა, ბულგარეთის პოლიტიკოსები მის გადაყენებას მოითხოვენ.

იხილეთ ასევე:

„ჩვენ მათთვის სიურპრიზი ვიყავით, არ ესმით, რა მოხდა” – როგორ აქცია კრემლმა მეგობარი მოწინააღმდეგედ

ბულგარეთმა რუსეთის ულტიმატუმი არ მიიღო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S