Accentnews.ge
სააპელაციო სასამართლოში გვარამიას საქმის განხილვას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის ელჩიც ესწრება (LIVE)

სააპელაციო სასამართლოში გვარამიას საქმის განხილვას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის ელჩიც ესწრება (LIVE)

19/07/2022 09:30:42 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის განხილვას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის ელჩიც პეტრ მიკისკა ესწრება.

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. სხდომას გვარამიაც ესწრება.

საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარია და კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

კახა დამენიას, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას გულისხმობს, 220-ე მუხლი, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, გადაკვალიფიცირდა და მას ჯარიმა 50 000 ლარი დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რაც კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობდა.

სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე "მედიის ადვოკატირების კოალიციამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას.

სასამართლო სხდომა (LIVE):

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S