Accentnews.ge
149 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

149 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

22/07/2022 06:16:03 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 39 000 ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 22 ივლისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 39 000 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები – 1704,
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3920 (+8),
  • საარტილერიო სისტემები - 863 (+4),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 251,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 113,
  • თვითმფრინავი - 221,
  • ვერტმფრენები - 188,
  • გემები / ნავები - 15,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2803 (+22),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 713,
  • სპეციალური აღჭურვილობა - 72,
  • საკრუიზო რაკეტა – 167.

იხილეთ ასევე: რუსეთის არმიაში პანიკა დაიწყო –პოდოლიაკი

ლუკაშენკო: „უნდა შევჩერდეთ, დავასრულოთ ომი უკრაინაში"

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების ქვედანაყოფებს რამდენიმე მიმართულებით უკან დახევა აიძულეს.

"თავდასხმის ოპერაციები დასრულდა მტრის დანაკარგებით დოლომიტნოე-ნოვოლუგანსკოეს და სტრიაპოვკა-სოლედარის მიმართულებებით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების ქვედანაყოფებს უკან დახევა აიძულეს", – იუწყება გენშტაბი.

უწყების ცნობით, რუსეთი აგრძელებს უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის მიმართულებით და პოკროვსკოეს მახლობლად შტურმის მცდელობას, ბრძოლა გრძელდება,

"სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტებმა განახორციელეს საარტილერიო დაბომბვა დუბრავნის, ჩეპილის, ადამოვკას, კარნაუხოვკას, ნიკოლსკის, კურულკას, ხრესტიშჩსა და მაზანოვკას მახლობლად.

დონეცკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კრამატორსკის და ბახმუტის მიმართულებებზე. ის ახორციელებს უკრაინული ჯარების პოზიციების სისტემატურ დაბომბვას კონტაქტის ხაზის გასწვრივ, რათა თავიდან აიცილოს რეზერვების სხვა მიმართულებით გადაყვანა. ცდილობს საბრძოლო და საწვავ-საპოხი მასალების შევსებას.

კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნა დონეცკის, სერებრიანკას, ვერხნეკამენსკის, სპორნის და ივანო-დარივკას მახლობლად. ამ უკანასკნელთან ავიადარტყმაც განხორციელდა. მოწინააღმდეგე ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს ვერხნეკამენკა-ვერხნეკამენსკოეს მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება.

ბახმუტის მიმართულებით, ჩვენს ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს ბერესტოვეს, ბახმუტის, კონსტანტინოვკას, ბელოგოროვკას, პოკროვსკოეს, კოდემას, ვესელაია დოლინას, ნიუ-იორკის, იაკოვლევკას, ვასიუკივკას, კლიშჩეევკას დასახლებებისა და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S