Accentnews.ge
რუსი სამხედროები, რომლებმაც უარი თქვეს ბრძოლაზე, ლუგანსკის კოლონიაში მოათავსეს – მედია

რუსი სამხედროები, რომლებმაც უარი თქვეს ბრძოლაზე, ლუგანსკის კოლონიაში მოათავსეს – მედია

26/07/2022 20:11:25 მსოფლიო

"The Insider"–მა და "Meduza"–მ გაარკვიეს 17 რუსი სამხედროს ვინაობა, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაზე უარის თქმის შემდეგ ლუგანსკის ოლქის სოფელ კრასნი ლუჩის კოლონიაში გამოკეტეს.

„სულ მცირე 17 ადამიანი იმყოფება ფაქტობრივ პატიმრობაში, იძულებით შრომაში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშ. მხოლოდ მათი ვინაობის გარკვევა გახდა შესაძლებელი. უფროსი 33 წლისაა, უმეტესობა – 20-26 წლის. ჯამში 133 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი“,– აღნიშნავენ მედიასაშუალებები.

მათი ცნობით, დაკავებულების გათავისუფლებას მათი მშობლები ცდილობენ, რომლებიც ჩავიდნენ ლუგანსკში.

მშობლები აცხადებენ, რომ მათ შვილებზე როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკურ ძალადობა მიმდინარეობს. შიშობენ, რომ HIMARS-ით შესაძლოა, შეტევა განხორციელდეს სასადილოზე, სადაც დაკავებულებს კვებავენ. ამასთან, მათი ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ყველაფერს უარყოფენ.

იხილეთ ასევე: „ყველაფერზე წავლენ, მხოლოდ წოდება აინტერესებთ!“ – რატომ გარბიან სამხედროები რუსული ჯარიდან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S