Accentnews.ge
154 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

154 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

27/07/2022 07:23:23 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 40 000–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 27 ივლისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 40070 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები – 1738 (+1),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3971 (+12),
  • საარტილერიო სისტემები - 883 (+3),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 258,
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 117,
  • თვითმფრინავი - 222,
  • ვერტმფრენები - 190 (+1),
  • გემები / ნავები - 15,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2847 (+12),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 726 (+4),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 75,
  • საკრუიზო რაკეტა – 174.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის სოფლები – ანდრეევკა და ლოზოვოე გაათავისუფლეს.

სარდლობის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ მტერს ოთხი დარტყმა მიაყენა თვითმფრინავების, ბომბდამშენების და ვერტმფრენების გამოყენებით.

"მტრის დადასტურებული დანაკარგებია: 89 რუსი დამპყრობელი, T-62 ტანკი, თვითმავალი ჰაუბიცები, ნაღმმტყორცნების სისტემა, ორი ჯავშანტექნიკა და ექვსი მანქანა, ასევე ბელოგოროვკაში განადგურდა მტრის საბრძოლო მასალის საცავი", – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობაში.

იხილეთ ასევე:

რუსი სამხედროები, რომლებმაც უარი თქვეს ბრძოლაზე, ლუგანსკის კოლონიაში მოათავსეს

„ყველაფერზე წავლენ, მხოლოდ წოდება აინტერესებთ!“ – რატომ გარბიან სამხედროები რუსული ჯარიდან

როგორ მიჰყავთ უკრაინის წინააღმდეგ საომრად პატიმრები

HIMARS-ს პუტინის ორი მთავარი პილოტი ემსხვერპლა - მედია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S