ექიმი, რომელმაც კოლეგა დაჭრა, დაკავებულია

05-08-2022 21:47:05 საზოგადოება

ექიმი, რომელმაც კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, დაკავებულია.

გიორგი გალდავას, ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ნიკოლიშვილმა განაცხადა, ოპერაციის შემდეგ პაციენტი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები