Accentnews.ge
სოხუმში რუსეთს ბიჭვინთის შესახებ ე.წ. შეთანხმების გაწვევისკენ მოუწოდეს

სოხუმში რუსეთს ბიჭვინთის შესახებ ე.წ. შეთანხმების გაწვევისკენ მოუწოდეს

30/08/2022 17:06:08 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის 60–მდე მცხოვრებმა რუსეთის ე.წ. ელჩის მიხეილ შურგალნისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. აფხაზეთის ქალთა სახელით ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის საუკეთესო მიწებისა და სახელმწიფო ობიექტების გადაცემას ეწინააღმდეგებიან, რაც, ხელმომწერთა შეფასებით, "წინააღდეგობაში მოდის აფხაზეთის სახელმწიფო ინტერესებთან, კონსტიტუციასთან და აფხაზი ეთნოსის მომავლის ინტერესთან".

როგორც მიმართვის ავტორები აცხადებენ, დე ფაქტო მათვრობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის რატიფიცირება "პარლამენტს" ჯერ არ მოუხდენია, "უკვე იწვევს საზოგადოებაში მნიშვნელოვან დაძაბულობას".

'ჩვენ, აფხაზ ქალებს, არ გვსურს, ვითარება კონტროლიდან გავიდეს და აფხაზეთში წარმოიშვას დაპირისპირება საზოგადოებასა და ხელისუფლეებას შორის, გაჩნდეს ანტირუსული განწყობები. გვსურს ასევე, შევახსენოთ ხელისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხისლგებლობა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით, გათვალისწინებულია აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემისა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისადმი მოწოდებებისთვის. მანამ, სანამ შეთანხმება რატიფიცირებული არ არის, რუსეთის ხელისუფლებას რჩება შანსი, გამოიჩინოს სიბრძნე და გაიწვიოს საკუთარი ხელმოწერა. ღრმად გვწამს, რომ ეს დოკუმენტი არ უნდა იქცეს საბაბად რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობეების გართულებისათვის", – ნათქვამია მიმართვაში.

აფხაზი ქალები მიმართავენ ასევე უშუალოდ რუსეთის ე.წ. ელჩს მოწოდებით, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება საიმისოდ, რომ ხსენებული ე.წ. შეთანხმება უახლოეს ხანებში გაუქმდეს.

იხილეთ ასევე: რუსეთი ბიჭვინთას იფორმებს.

რუსეთ-აფაზეთის დაპირისპირება მწვავდება, სოხუმიდან ელჩის გაწვევას მოითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S