
რუსი პოლიტიკოსი: „გავლენიან ჩეჩნებს სურთ კადიროვის მოკვლა, მცირე შანსსაც არ დაუტოვებენ“
05/09/2022 14:29:46 კავკასია
რამზან კადიროვი ვერსად წავა, რადგან ესმის, რომ ნახევარი ჩეჩნეთი მისი მოსისხლე მტერია,– განაცხადა FreeДом–ის ეთერში რუსმა ოპოზიციონერმა, ФСБ–ს პოლკოვნიკმა გენადი გუტკოვმა.
მან ჩეჩნეთში კადიროვის რეჟიმის სისასტიკეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი ჩეჩნების რაოდენობის ზრდა სულაც არაა გასაკვირი.
იხილეთ ასევე: ათასობით დაკარგული და ჯოჯოხეთი დედამიწაზე: რატომ უჩინარდებიან ადამიანები ჩეჩნეთში
კადიროვის ბოლო განცხადების კომენტირებისას, რომელიც თანამდებობიდან გადადგომის სურვილს შეეხებოდა, გუდკოვმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს მკაფიო ხედვა, რას გეგმავს კრემლი. ამასთან, აღნიშნა, რომ კადიროვის მინიშნებები კოლეგებთან ერთად განიხილა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ „სიცოცხლის გადარჩენას მხოლოდ ჩეჩნეთის მეთაურის რანგში შეძლებს“, მაგრამ ისიც ცოტა ხნით – „ვიდრე სისტემა არ დაინგრევა“.
"ბევრ ჩეჩენს ვიცნობ, სერიოზულ ჩეჩნებს. ისინი ბანდიტები არ არიან, არიან პოლიტიკოსები, ელიტიდან. ისინი ამბობენ: " ჩვენ არ ვაცოცხლებთ იმ ბოროტებისთვის, რაც მან მოუტანა ჩვენს ხალხს, ჩვენს ხალხს... ამას საკითხს თავად მოვაგვარებთ“, - თქვა გუდკოვმა და დასძინა, გავლენიანი და ცნობილი გვარების მქონე ადამიანები „ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში კადიროვს უმცირეს შანსსაც არ დაუტოვებენ“.
რაც შეეხება ცნობებს იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა, უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიავლინონ გარკვეულ თანამდებობაზე, რუსეთის მცდელობად განიხილავს, დააშინონ ადგილობრივები.
იხილეთ ასევე: „რთულ ვითარებაში აღმოჩნდა“: რა ხდება კადიროვის თავს?