Accentnews.ge
"ფრონტზე გაუშვით!": ხაბაროვსკელებმა გუბერნატორის "ოცნების" ასასრულებლად პეტიცია შექმნეს

"ფრონტზე გაუშვით!": ხაბაროვსკელებმა გუბერნატორის "ოცნების" ასასრულებლად პეტიცია შექმნეს

10/09/2022 10:53:22 მსოფლიო

რუსეთის ხაბაროვსკის გუნერნატორის პოპულისტური გამოსვლის შემდეგ ხაბაროვსკის მკვიდრებმა შექმნეს პეტიცია, რომლითაც გამოდიან მოწოდებით, გადააყენონ მიხეილ დეგტიარევი გუბერნატორის თანამდებობიდან, რათა ის უკრაინაში წავიდეს ე.წ. „სპეციალურ ოპერაციაში“ (როგორც ამას კრემლი უწოდებს უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს) მონაწილეობის მისაღებად.

„ვთავაზობთ გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მისი ოცნების ასასრულებლად – რათა გაემგზავროს ფრონტის ხაზზე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად“, - ნათქვამია პეტიციაში.

მოსკოვის დროით 12.00 საათისთვის მას ხელი მოაწერა 5 000–მდე მაცხოვრებელმა.

8 სექტემბერს დეგტიარევმა განაცხადა, რომ მოხალისედ წავიდოდა უკრაინაში, მაგრამ თანამდებობას ვერ დატოვებდა.

„მადლობას გიხდით ბიჭებო. მე თვითონ სიამოვნებით წავიდოდი [უკრაინაში] , მაგრამ არ შემიძლია, გუბერნატორობის გამო მაქვს დათქმა. ტერიტორიული თავდაცვის შტაბის მეთაური - თანამდებობრივად ყველა გუბერნატორი. არ შეიძლება თანამდებობის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა ... ”, - თქვა გუბერნატორმა.

მან დასძინა, რომ რეგიონში ორი მოხალისეთა ბატალიონია ჩამოყალიბებული და რომ ხელისუფლება მაქსიმალურ უჭერს მხარდაჭერას სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს.

უკრაინასთან ომის დაწყებიდან, რუსეთის რეგიონებში ჩამოყალიბდა 40-ზე მეტი მოხალისეთა ბატალიონი. მებრძოლებთან აფორმებენ მოკლევადიან კონტრაქტებს.

იხილეთ ასევე: „როგორ გავიქცე?“: რის გამო ჩივიან პუტინის ავანტიურაში ჩართული რუსი სამხედროები

გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ ომში გზავნიან პატიმრებს და უსახლკაროებს.

იხილეთ ასევე: „უკრაინელებს რაც გინდათ, ის უქენით“: კრემლი ომში პატიმრების შემდეგ უსახლკაროების გაგზავნას ცდილობს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S