მოსკოვში სომხეთისა და საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში “დაბრუნებაზე” ალაპარაკდნენ
19/09/2022 12:42:57 პოლიტიკა
მოსკოვში სომხეთსა და საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში “დაბრუნებას” ურჩევენ. ამ წინადადებით გამოეხმაურა, მაგალითად, პარტია «Справедливая Россия — Патриоты — За правду»-ს წევრი, პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი სერგეი მიხეევი ერევანში რუსეთთან სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტისა და ОДКБ-დან გასვლის შესახებ გამართულ აქციებს, ასევე სოხუმში აგორებულ საპროტესტო ტალღას, რომელიც რუსეთისგან “სუვერენიტეტის დაცვის” ლოზუნგით იმართება.
“[სომხებს – რედ.] სურთ, რომ რუსეთმა დაიცვას? ვაძლევ რეცეპტს: სომხეთმა უნდა თქვას, “ჩვენ რუსეთთან ვერთინდებითო” – და კი ბატონო, მიიღებს დაცვას. მზად არიან? არა? დამოუკიდებლობა სურთ? - მაშინ იქნებიან დამოუკიდებლები და დაუცველები! დამოუკიდებლობა – ეს მძიმე ტვირთია და მის ზიდვას ცოდნა უნდა! მზადაა საქართველო, რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდეს? მაშინ დაბრუნდეს - და კი ბატონო, შესაძლოა, ჩვენც გადავუწყვიტოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი – ოღონდ რუსეთის შემადგენლობაში! ხოლო თუ არ არის მზად, მაშინ დაკავდეს თავისი დამოუკიდებლობით!ყველანი გახარებულები იყვნენ, როცა სსრკ დაიშალა და “გათავისუფლდნენ რუსი ოკუპანტებისგან”.. ხომ გიხაროდათ? - გიხაროდათ! ფიქრობდით, რომ დამოუკიდებლობა იოლი იქნებოდა. მაგრამ ვერ მოგართვით: დამოუკიდებლობა – ეს მძიმე სამუშაოა, ოფლით, სისხლითა და ყველაფერ დანარჩენით!” - განაცხადა პოლიტიკოსმა პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვის იუთუბ-არხის ერთ-ერთი გადაცემის ეთერში საუბრისას.
იხილეთ ასევე: რას ფიქრობს პუტინი საქართველოზე
ცნობისთვის: ანალოგიური იდეები გააჟღერა ცოტა ხნის წინ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერა, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.
იხილეთ ასევე: "საჭიროა გადამწყვეტი მოქმედება!": როგორ ხედავენ სომხეთში რუსეთისგან თავის დაღწევის გზებს


