
“ტერიტორიულ მთლიანობას ყველა შესაძლო გზით დავიცავთ”
20/09/2022 10:56:26 კავკასია
“სომხეთი დაიცავს საკუთარ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა შესაძლო გზით. აზერბაიჯანის ჯარი უნდა გავიდეს სომხეთის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან”, – ამის შესახებ 19 სექტემბერს ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით გამართულ სომხეთის უშიშროების საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
“აზერბაიჯანის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკა მიმართულია რეგიონში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის, რეგიონული კომუნიკაციების გახსნის, მთიანი-ყარაბაღის პრობლემის ყოვლისმომცველი დარეგულირების წინააღმდეგ და სომხეთისთვის ძალადობრივი გზით პრობლემის გადაჭრის იძულებით. აზერბაიჯანის მიერ წარმოებული პოლიტიკა მუქარისა და იძულებით მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მუდმივი ზეწოლა განახორციელონ აზერბაიჯანზე ოკუპაციის შესაჩერებლად”, – ვკითხულობთ უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის დაპირისპირება 13 სექტემბერს დაიწყო. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. როგორც ერევანში განაცხადეს, 14 სექტემბერს აშშ–ის ჩართულობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიიღწა შეთანხმება. აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ესაუბრა მხარეებს. 19 სექტემბერს აშშ–ში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს სამმხრივ ფორმატში.
იხილეთ ასევე: ფაშინიანის დილემა
"საჭიროა გადამწყვეტი მოქმედება!": როგორ ხედავენ სომხეთში რუსეთისგან თავის დაღწევის გზებს