Accentnews.ge
„ეს არ არის ბლეფი“: პუტინი კვლავ იმუქრება

„ეს არ არის ბლეფი“: პუტინი კვლავ იმუქრება

21/09/2022 09:08:04 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის სახელმწიფოები დაადანაშაულა რუსეთისა და მისი ხალხისადმი მუქარასა და „ბირთვულ შანტაჟში“ და განაცხადა, დასავლეთის „აგრესიული, ანტირუსული პოლიტიკა ყველა ზღვარს გასცდა“.

ვიდეომიმართვაში, რომელიც 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, პუტინმა ილაპარაკა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინის შეიარაღებაზე და განაცხადა, რომ ვაშინგტონი, ლონდონი და ბრიუსელი კიევს პირდაპირ უბიძგებენ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების გადატანისკენ და უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ყველა საშუალებით უნდა განადგურდეს.

პუტინმა დასავლეთი „ბირთვულ შანტაჟში“ იქეთ დაადანაშაულა, თუმცა მსგავსი განცხადების ავტორები არ დაუსახელებია.

როგორც პუტინმა თქვა, მათ, ვინც თავს უფლებას აძლევს რუსეთის მიმართ ასეთი განცხადებები აკეთოს, შეახსენებს, რომ რუსეთსაც აქვს საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევაში, ნატოს სახელმწიფოებზე უფრო თანამედროვეც, და თუ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნება, რუსეთის და ხალხის დასაცავად გამოიყენებენ „ყველა არსებულ საშუალებას“.

„ეს არ არის ბლეფი“, - განაცხადა პუტინმა და დაამატა, რომ ვინც ბირთვული იარაღით რუსეთის დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ქარმა შეიძლება მათი მიმართულებით დაუბეროს.

***

შეგახსენებთ, რომ ამჟამად არა უკრაინული ჯარი დგას რუსეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, არამედ კრემლი აწარმოებს სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ბომბავს მათ შორის სამქოალაქო ინფრასტრუქტურას, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვრპლა, 10 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა. გროვდება ომის დანაშაულის შესახებ მტკიცებულებები. რუსეთის მიერ დაკავებული ქალაქების დეოკუპაციის შემდეგ აღმოაჩინეს მასობრივი სამარხები. ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ.

ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა, ხოლო უკრაინას დახმარებას უწევს როგორც ეკონომიკურად, ისე შეიარაღების თვალსაზრისით.

იხილეთ ასევე: „უპასუხისმგებლო ადამიანები!“: რუსეთის გმირის წოდების მქონე მფრინავმა ФСБ–სგან ბირთვული შანტაჟისთვის რუსი ოფიციალური პირების დასჯა მოითხოვა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S