ლუკაშენკო აფხაზეთიდან: "ცუდს არავის ვუკეთებთ – არც ქართველებს, ჩვენ აქ სიკეთით ჩამოვედით"

28-09-2022 17:48:09 კონფლიქტები

ბელარუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს არაოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას საქართველოს ექს-პრეზიდენტებთან შეხვედრების შესახებ უამბო.

«არაერთგზის განგვიხილავს აფხაზეთის პრობლემა საქართველოს პირველ პირებთანაც. ისინი უბრალოდ მიამბობდნენ აფხაზეთის შესახებ. საჯაროდ არ დავკონკრეტდები, მაგრამ ცუდი არაფერი შემიმჩნევია, რამაც გამაკვირვა. ჩვენ ცუდს არავის ვუკეთებთ – არც ერთ მხარეს, არც ქართველებს. ჩვენ აქ სიკეთით ჩამოვედით», – განაცხადა შეხვედრაზე ლუკაშენკომ.

იხილეთ ასევე: "ლუკაშენკო: აფხაზეთში პუტინთან განხილვის შემდეგ ჩავედი"

ბელარუსის ლიდერის ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. თავად ლუკაშენკოს თქმით, აფხაზეთში ჩასვლამდე მან დიდხანს იმსჯელა აფხაზურ პრობლემატიკაზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელთან შესახვედრადაც 26 სექტემბერს სოჭში იყო ჩასული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები