
„ხერსონის მიმართულებით საინტერესო ამბებია“: როგორ ჩაბარდა ათობით რუსი სამხედრო ტყვედ
14/10/2022 15:16:34 ევროპა
სამხედრო ექსპერტის, თადარიგის პოლკოვნიკ ოლეგ ჟდანოვის ინფორმაციით, რუსი სამხედროების მხრიდან, რომლებიც მობილიზების შემდეგ ყოველგვარი წვრთნის გარეშე გადაისროლეს ფრონტის ხაზზე, ტყვედ ჩაბარების შემთხვევები ფიქსირდება.
მისი თქმით, ახლახანს ხერსონის მიმართულებაზე მსგავსი გადაწყვეტილება 60–მა სამხედრომ მიიღო. ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებული უკრაინულ მხარესთან.
„ხერსონის მიმართულებით საინტერესო დეტალები ფიქსირდება. მანდ მობილიზებულები გამოჩნდნენ. ხერსონის, ხარკოვის და დონეცკის მიმართულებებია, სადაც მობილიზებულები შემოყარეს ყოველგვარი მომზადების გარეშე. უკვე ვიცით, რომ გაწვევიდან დაღუპვამდე რეკორდი ოთხი დღეა, ტყვედ ჩავარდნის – ექვსი დღე (ხარკოვის მიმართულებით). მაგალითად, გაწვევიდან 11 დღეში მთელი ჯგუფი აიყვანეს. ხერსონის მიმართულებით 60 მობილიზებული ჩაბარდა ტყვედ. ისინი ტყვედ კი არ ჩავადნენ, ჩვენს სამხედროებს ჩვენივე ჩატ–ბოტით „სიცოცხლე მინდა“ მოელაპარაკნენ შეხვედრის წერტილზე. მათ უთხრეს რომელ მონაკვეთში უნდა მისულიყვნენ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მათ კონტაქტური ბრძოლის უნარები არ აქვთ, არ იცნობენ ბრძოლის ტაქტიკას. მათ შეძლეს რუქაში გარკვევა – ხელმძღვანელს წაართვეს, გაარჩიეს შეხვედრის მონაკვეთი და მივიდნენ იმ ადგილამდე. მანამდე მათ უმცროსი ხელმძღვანელის მოკვლა მოუწიათ, რადგან ის აპირებდა ხმაურის ატეხვას მობილიზებულები პოზიციებიდან უჩუმრად რომ არ წასულიყვნენ. ასე ჩაბარდა ტყვედ 60 ადამიანი. ყველას დასჭირდა სამედიცინო დახმარება, ყველანი ავად იყვნენ. დეტალები არაა მითითებული, მაგრამ დაკავშირებულია გაციებასთან, აბსცესთან და ა.შ.“,– ყვება ჟდანოვი.
მანამდე მან განაცხადა, რომ უკრაინელების მიერ შეთავაზებულ სერვისზე რუსი მობილიზებულების, მათი ოჯახის წევრების მხრიდან უპრეცედენტო გამოხმაურებაა, რომ ხალხი ჯერ კიდევ რუსეთიდან ცდილობდა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მოლაპარაკებებს ჩაბარების თაობაზე. აზუსტებდნენ დეტალების ქცევის, შეხვედრის და პირობების შესახებ. კიევი მათ ჰპირდება, რომ ჟენევის კონვენციით გარანტირებული ყველა უფლება იქნება დაცული: სამჯერადი კვება, სამოსი, მოპყრობა და რიგ შემთხვევებში, ნებაყოფლობითი მუშაობა.
ცნობისთვის: ფრონტის ხაზზე მობილიზებულების გადასროლის შესახებ ცნობებს რუსული წყაროებიც ადასტურებენ. დადასტურდა ხერსონში მინიმუმ, ხუთი მობილიზებულის დაღუპვის შესახებ ცნობები.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ხერსონში საოკუპაციო რეჟიმმა ევაკუაცია გამოაცხადა უკრაინის კონტრშეტევის ფონზე.