Accentnews.ge
რუსეთმა ომის დროს უკრაინაში 5 გენერლიდან 4 შეცვალა, სარდლობა სულ უფრო უფუნქციო ხდება - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთმა ომის დროს უკრაინაში 5 გენერლიდან 4 შეცვალა, სარდლობა სულ უფრო უფუნქციო ხდება - ბრიტანული დაზვერვა

19/10/2022 08:36:21 ევროპა

უკრაინაში შეჭრის განმავლობაში რუსეთის სამხედრო სარდლობა სულ უფრო უფუნქციო ხდება,– ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

„ტაქტიკურ დონეზე, სავარაუდოდ, არის რუსი უმცროსი ოფიცრების მზარდი დეფიციტი, რათაც უნდა უხელმძღვანელონ ახლად მობილიზებულ რეზერვისტებს“, - ნათქვამია მოხსენებაში.

უწყება მიუთითებს ბელგოროდის რაიონში ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის შემდეგ მობილიზებული რამდენიმე რუსი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯაზე და აღნიშნავს, რომ ცუდი ხელმძღვანელობა აუარესებს მორალურ განწყობას და ერთიანობას რუსეთის შეიარაღებული ძალების ბევრ ნაწილში.

„ხუთი გენერლიდან ოთხი, რომლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ 2022 წლის თებერვლის შეჭრის ელემენტებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათი ჩანაცვლება მცირედით დაეხმარა რუსეთის საბრძოლო წარმოდგენაში გაუმჯობესებას. სარდლობის უწყვეტობის არარსებობა სავარაუდოდ, უფრო საზიანო იქნება რუსული არმიისთვის, ვიდრე დასავლურისთვის, რადგან, რუსული დოქტრინის თანახმად, გეგმების შემუშავება ძირითადად დამოკიდებულია უშუალოდ მეთაურზე და არა უფრო ფართო შტაბის კოლექტიურ მუშაობაზე”- აღნიშნავს ბერიტანული დაზვერვა.

ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის სარდლობამ არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი უკრაინის ომში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურად დანიშნა.

იხილეთ ასევე:

მორიგი საკადრო ცვლილება რუსულ სარდლობაში: რუსი გენერალი დაკავშირებულია გატაცების, წამების, მკვლელობის საქმეებთან

რუსეთი ხერსონის დასატოვებლად მოემზადა: რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქალაქს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S