Accentnews.ge
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა „იმედის“ სიუჟეტზე მოკვლევა დაიწყო

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორმა „იმედის“ სიუჟეტზე მოკვლევა დაიწყო

28/11/2022 13:33:03 საზოგადოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის მიერ ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, საკითხის შესწავლა დაიწყო.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე „ფეისბუქის“ მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული სიუჟეტის ავტორი მარიკა ბაკურაძე გაემოხმაურა კრიტიკას და აღნიშნა, რომ სიუჟეტის მომზადების დროს ეთიკის ნორმები მისი მხრიდან დაცული იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S