
„ჩაკვეხებას ცდილობენ“: ლავროვი სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობების რეგულირებაში დასავლეთის ჩართვით უკმაყოფილოა
01/12/2022 18:53:37 კავკასია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთ–აზერბაიჯანის ურთიერთობების რეგულირების პროცესში „სხვა მოთამაშეების ჩარევის მცდელობის“ გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
ამასთან, მისი მტკიცებით, ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც შუამავლობით იყო დაკავებული ყარაბაღის კონფლიქტის კუთხით, „დაკრძალეს ფრანგებმა და ამერიკელებმა".
„დავაფიქსირეთ ამ პროცესებში სხვა მოთამაშეების მხრიდან ჩაკვეხების მცდელობები. “ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავდით. ერთადერთი, ბაქოსთან და ერევანთან კონტაქტის დროს აღვნიშნავდით, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა და პარიზმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ არცერთ ფორმატში არ ითანამშრომლებენ რუსეთთან, რითაც OSCEმინსკის ჯგუფის საქმიანობის დასრულება გამოაცხადეს”,– განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ დასავლელი შუამავლები ცდილობენ, პრივატიზება მოახდინონ შეთანხმებები, რომლებიც მხარეებს შორის რუსეთის მონაწილეობით მიიღწა.
„მაგალითად, ბრიუსელში მართავენ დელიმიტაციის კომისიის სხდომას. სომხებიც და აზერბაიჯანელებიც თავაზიანი ხალხია, იქ დადიან. მაგრამ მიჭირს წარმოდგენა, როგორ არის შესაძლებელი დელიმიტაციაზე საუბარი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუქის გარეშე, რომლებიც მხოლოდ რუსეთის გენერალურ შტაბში არსებობს“, - განაცხადა ლავროვმა.
იხილეთ ასევე:
მოსკოვიდან პრაღამდე: სამხრეთ კავკასიის ორწლიანი გზა