Accentnews.ge
პაპუაშვილი: "ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს"

პაპუაშვილი: "ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს"

05/12/2022 06:46:36 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძლების ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის უმძიმესი დანაკარგია.

შალვა პაპუაშვილი მმართველი პარტიიდან რიგით მეორე პოლიტიკოსია გია ვოლსკის შემდეგ, რომელიც ქართველი მებრძოლების დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

„ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“,- განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჰააგაში.

მანამდე, უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან ქართველი მეომრების დაღუპვის ფაქტს ხელისუფლების ოფიციალური პირებიდან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი გია ვოლსკი გამოეხმაურნენ.

ქართველი მებრძოლების ცხედრების გამოსატანად ბახმუტში ამ დრომდე იბრძვიან ქართველები უკრაინელ სამხედროებთან ერთად.

"ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ ომი იყო. დაგვცხეს, გაგვანადგურეს. გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებით", - განაცხადა "მთავარ არხთან" საუბრისას ქართველმა მებრძოლმა დავით ქუქჩიშვილმა.

3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მეომრები არიან:

ავთო რურუა;

რომეო ფირჩახია;

როლანდ კვარაცხელია;

ბადრი მარკელია;

მერაბ ალადაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S