
ევროკავშირის ელჩი: „შუა დერეფანს“ უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ"
08/12/2022 09:27:51 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ბლოკი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფანის“ საკითხს.
„როგორც იცით, რასაც ჩვენ ვეძახით „შუა დერეფანს“, რომელიც საქართველოზე გადის, არის ის, რასაც უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ და განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთს სასტიკი ომის კონტექსტში. არსებობს სამხრეთ კავკასიის ალტერნატივად გამოყენების უზარმაზარი პოტენციალი, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა საქონლის აზიიდან, ცენტრალური აზიიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპაში გადატანას. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ ქართველ პარტნიორებთან იმისთვის, რომ განვაახლოთ ინფრასტრუქტურა, გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. ვსაუბრობთ დიდ ფულზე, იმისთვის, რომ ამ ინფრასტრუქტურის განახლება მოხდეს. ეს უკვე მიმდინარეობს და ამის მაგალითია აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელჩმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021