Accentnews.ge
კრემლში ყირიმის გამო შიშობენ

კრემლში ყირიმის გამო შიშობენ

08/12/2022 12:11:22 ევროპა

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლისთვის „უსაფრთხოების რისკები“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ მან 8 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS.

„რა თქმა უნდა, არის რისკები, რადგან უკრაინული მხარე აგრძელებს ტერორისტული აქტების ორგანიზების ხაზს. მაგრამ, მეორე მხრივ, შემოსული ინფორმაცია გვიჩვენებს, რომ ეფექტური კონტრზომები მიიღება“, - განაცხადა პესკოვმა.

1 სექტემბერს ანექსირებული ყირიმის მოსკოვის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი ირწმუნებოდა, რომ ყირიმი „დაცულია“ და რომ „ბოლო დროს უსაფრთხოების ზომები სერიოზულად გაძლიერდა".8 დეკემბერს დილით კი ადგილობრივები სევასტოპოლის ცენტრალურ ნაწილში ძლიერი აფეთქების შესახებ იტყობინებოდნენ. მსგავსი აფეთქებები ანექსირებულ ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიური მოვლენაა. ამასთან, ხერსონის „დაცულობის“ შესახებაც იუწყებოდა რუსული სარდლობა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე უკრაინული არმიის ზეწოლის ფონზე, 10 ნოემბერს მოუწევდათ ოკუპანტებს მისი დატოვება.

გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტების ყურადღება მიიქცია რუსეთის სიღრმეში, ფრონტის ხაზიდან ასეულობით კოლომეტრის დაშორებით მდებარე ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებულმა თავდასხმამ, სადაც რუსეთის სტრატეგიული ავიახომალდები იყო ბაზირებული.

ამერიკელი გენერლის, ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მეთაურის ბენ ჰოჯსის შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ ასეთი შორი მოქმედების იარაღი უკრაინის არმიის არსენალში გამოჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელებს დასავლური საშუალო დისტანციის იარაღის გარეშეც კი შეუძლიათ ყირიმში განთავსებულ რუსულ ბაზებზე თავდასხმა და უახლოეს მომავალში ნახევარკუნძულის გათავისუფლება:

„თუ ახლა მათ შეუძლიათ, დაარტყან ყირიმის ირგვლივ სხვადასხვა ბაზებს, მაგალითად, სევასტოპოლის ავია და საზღვაო ბაზას, მაშინ ეს ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ძალებს არ შეუძლიათ ყირიმის შენარუნება. საბოლოო ჯამში, ცხადია, რომ უკრაინელები აპირებენ ყირიმის გათავისუფლებას ზაფხულის ბოლომდე“.

იხილეთ ასვეე:

„რუსეთს თავდაცვის პოზიციის გადახედვა მოუწევს“: სიღრმეში დარტყმის შედეგები

ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S