Accentnews.ge
რუსული ჯარები ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ორი მიმართულებით ცდილობენ – უკრაინის გენშტაბი

რუსული ჯარები ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ორი მიმართულებით ცდილობენ – უკრაინის გენშტაბი

09/12/2022 19:40:18 ევროპა

ლიმანის და ავდიევსკის მიმართულებებზე რუსული ჯარები ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობენ, ბახმუტსკის მიმართულებით კი აგრძელებენ შეტევას, – იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 9 დეკემბრის საღამოს ანგარიშში.

უკრაინის სარდლობის ინფორმაციით, დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 4 სარაკეტო და 9 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. კერძოდ, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქის კამიშევახას, გრიგოროვსკოესა და იულიევკას დასახლებებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და რეაქტიული არტილერიიდან ესროლა 20-ზე მეტი დასახლებას, მათ შორისაა: ვერხნეკამენსკოე, ბელოგოროვკა, ვესელოე, სოლედარი, ბახმუტსკოე, ბახმუტი, ოპროსნოე, ანდრიევკა, ბელაია გორა, ოზარიანოვკა, დილიევკა და ჟელეზნოე დონეცკის ოლქში.

ლიმანის და ავდიევსკის მიმართულებით რუსეთის ჯარებმა ესროლეს ლუგანსკის ოლქის გრეკოვკას, ნევსკოეს და კრასნოპოპოვკას დასახლებებს, დონეცკის ოლქის ტორსკოეს, გრიგორიევკას, ავდიევკას, ბერდიჩევს, მარიინკას და ნოვომიხაილოვკას.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ომში რუსეთის დანაკარგები იყო მინიმუმ 100 000 მოკლული და დაჭრილი. მილის თქმით, ალბათ, ანალოგიური დანაკარგები აქვს უკრაინასაც. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში დაახლოებით 40 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

რუსეთი საკუთარ დანაკარგებზე არ საუბრობს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი ბოლოს 21 სექტემბერს ირწმუნებოდა, რომ დაღუპულია 5937 ადამიანი.

დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან 13 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: რუს სამხედროთა შორის დაღუპულთა 15% ოფიცერია – მედია

„ბრძოლა გარდატეხის პიკშია": რას შეცვლიან გერმანული Leopard– ები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S