Accentnews.ge
ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

12/12/2022 19:06:15 პოლიტიკა, ეკონომიკა

ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ოლევს ნიკერსი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან "აქცენტს" განუცხადა.

როგორც იგი აღნიშნავს, პორტის მშენებლობაში აუცილებელია დიდი ჩინური ან რუსული ინვესტიციები თავიდან იქნას აცილებული.

"ვფიქრობ, კარგი იქნება, როცა სახელმწიფო გააკონტროლებს მას. კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფლობის თვალსაზრისით, ამ სიტუაციაში ყველაზე პოზიტიური მოვლენა იქნება მთავრობის მიერ კონტროლირებადი საწარმოს შექმნა. აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ დიდი ჩინური ან რუსული ინვესტიციები, რომლებიც ყველაზე დიდ ზიანს მიაყენებს ამ ძალისხმევას. ღრმაწყლოვანი პორტები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბები იქნება, რაც წარმატების მომტანია არა მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით, არამედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით", – განაცხადა ნიკერსმა.

ცნობისთვის: დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა მუშაობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების განახლებულ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა 51 %–ით განისაზღვრება.

ამერიკელი ანალიტიკოსი: "ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია"

ხატიაშვილი – ღარიბაშვილის ინიციატივაზე: "სახელმწიფომ ანაკლიის სტრატეგიული პროექტი სხვას არ გადასცა, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S