Accentnews.ge
ადგურ არძინბა: „საქართველოში არიან ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროა მეორე ფრონტის გახსნა"

ადგურ არძინბა: „საქართველოში არიან ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროა მეორე ფრონტის გახსნა"

19/12/2022 15:44:29 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ოპოზიციური „სახალხო მოძრაობის“ ლიდერის ადგურ არძინბას განცხადებით, „კონფლიქტი ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი“ და ამის თავიდან აცილების მთავარი გარანტია „ამ კონფლიქტისთვის მომზადებაა“.

„საქართველოში არიან გარკვეული ძალები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საჭიროა, უკრაინაში ამჟამად არსებული ვითარებით სარგებლობა და მეორე ფრონტის გახსნა. მათ მხარს უჭერენ რიგი დასავლური ქვეყნები. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც საქართველოში ხდება“, - თქვა ადგურ არძინბამ „Сделано в КБР“-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მიმდინარეობს „სრულმასშტაბიანი სამობილიზაციო მომზადება“:

„ყველა სარეზერვო ბატალიონი განახლებულია, ისინი ახალგაზრდებით შეივსო. ამ დროისთვის მთელ აფხაზეთში მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მომზადება, საბრძოლო კოორდინაცია, სწავლება. ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით და ინტერესით უდგებიან ამ საქმეს. მხოლოდ ახალ ათონში [განახლებული ბატალიონის შემადგენლობაში] არის 520 ადამიანი. იქ რეგულარულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს წვრთნა, თანამედროვე ტიპის ომის სწავლება, თანამედროვე ტექნოლოგიების და იარაღის გამოყენებით. ჩვენს ბატალიონში არიან ადამიანები, რომლებსაც თანამედროვე ომის პრაქტიკული გამოცდილება აქვთ, მათ შორის, უკრაინაში“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ კი 22 სექტემბერს “სპუტნიკ აბხაზიას” პლატფორმაზე ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევაზე, საქართველოს ხელისუფლებამ გახსნას “მეორე ფრონტი” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მისი მტკიცებით, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ამერიკის საელჩო თბილისში და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID.

„დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვის“ მცდელობების თაობაზე დანარჩენ საქართველოშიც ხშირად აქცენტირებენ პოლიტიკოსები, ძირითადად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და „ქართული ოცნების" რიგებიდან "სიმართლის სათქმელად" გასული დეპუტატები.

იხილეთ ასევე: ვის უნდა ომი – მითები და რეალობა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S