
ძებნაში მყოფი სანაკოევი ცხინვალიდან გამოეხმაურა ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებას
19/12/2022 20:37:50 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების დასრულების და სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერების გაცემის შესახებ მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელიც მას აგრესორად წარმოაჩენს”. - უთხრა სანაკოევმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს“.
სანაკოევი ერთ-ერთია იმ სამ პირს შორის რომლის დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლოს პროკურატურამ გამოსცა.
იხილეთ ასევე: 2008 წლის ომი: ჰააგის გადაწყვეტილების საკვანძო პოლიტიკურ–სამართლებრივი ასპექტები